აპრილი?! არ მიყვარს აპრილი, პირველად აპრილში ავტირდი, პირველად აპრილში გაკოცე, პირველად აპრილში ამტკივდი. ვიყავი, მივდივარ, საფლავშიც აპრილი მიმყვება, წაიღეს დღეებმა რაც მქონდა, აპრილი ვერ მოკლეს ბრიყვებმა. გგონია ვერ გხედავ,ვერ გამჩნევ? უჩემოდ გამხდარხარ გულცივი, დრო მოვა, სიკვდილსაც შეგაჩვევ, გიყვარდეს ადვილი როდია, მომწყინდა ამქვეყნად ძუნძული, მოვეშვი უსაქმოდ ბოდიალს. გულს ცეცხლი უნთია კმაყოფილს, მე ისევ პატარა ბავშვი ვარ, მე ერთი სიცოცხლე არ მყოფნის. ისედაც განვიცდი, რომ წლები ჩათავდა წამებად, ის წლები, ღმერთმა რომ მაჩუქა, ოცნებად, ტკივილად, წამებად. არ მიყვარს აპრილი, პირველად აპრილში ავტირდი, პირველად აპრილში გაკოცე, პირველად აპრილში ამტკივდი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |