გადააგორეთ დედამიწა, ცოდვით დამძიმდა, გადააგორეთ, რადგან უკვე ეჭვის ბურთია, ერთადერთია, შეუცვლელი ღმერთის განძიდან, რომელსაც მხოლოდ ვარსკლავების ცეცხლი უნთია. ტოლი არა ჰყავს ამ სიყვარულს, არ ჰყავს შემცვლელი, თორემ, ხომ ხედავთ, სიყვარული ჩვენს თვალწინ იწვის, და ჩვენც, სიმშვიდით, როგორ იწვის იმას შევცქერით. ჰგავს უცხო სხეულს, პლანეტებში მოხეტიალეს, გადააგორეთ, ვიდრე ბრწყინავს, ვიდრე ციმციმებს, არ დაუღრღნია ვიდრე ცოდვებს, ცოდვის სიმძიმეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |