კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:15

 

 

 

აღვესრულე... სული ჩემი

ვუწილადე ცათა... მმართებს,

ამიერში აღარ ვრჩები,

იმიერში ვეძებ ნათელს.

გავეც, რაიც მომყვა დღემდე,

ვიწინამძღვრე ცათა შინა,

აღვევლინე ზეციურში,

მიწიერმა დამაშინა.

წამიერი იყო შფოთვა,

წამი შემრჩა წამებისა,

ვარსკვლავთ ვუკიჟინე შორთა,

მწარეობა წამებისა.

შთანთქა უნიათო დღენი

ჟამთა მთოვარებამ, ნისლმა,

უფალს შევავედრე თავი,

ისევ ზეციურმა მიხსნა.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ