კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:02

 

 

 

სულ ტირის ჩემი ვიოლინო,

ტირის და ტირის

და ახმოვანებს  ჩაბუდებულს

სხეულში ტკივილს.

თუმცა ტკივილი ზოგჯერ, თითქოს

სიმღერად უჩანს,

მოეფინება ხმაურად და 

სიფხიზლედ ქუჩას.

აგიყოლიებს, აგაჩქარებს,

ფიქრში ჩაგძირავს,

ხვდები ჩასახლდა გონებაში,

ძილშიც არ გძინავს.

და ეძებ საშველს

ვიოლინოს დარდში, ნაღველში,

შენს სურვილს ეძებ,

ვიოლინოს მწარედ ნამღერში.

სულ ტირის ჩემი ვიოლინო,

ტირის და ტირის....


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ