კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 08:01

 

 

 

მინდოდა თქვენი მეგრძნო სურნელი,

შემოგცქეროდით ძვირფას განძივით,

გვერდით გიჯექით და გშორდებოდით

ასაკობრივი დროით, მანძილით.


მე შემოდგომის მტანჯავდა განცდა,

თქვენ გაზაფხულის ფერი გემოსათ

და მე ვხვდებოდი, რომ იყო გვიან,

დავაგვიანე თქვენში შემოსვლა.


ახლა შორიდან მჭვრეტელი განცდით,

გიცქერ და ვხვდები მინდვრის ქარი ხარ,

რა მოხდა, დროით ერთმანეთს ავცდით...

სხვაზე ნაკლებად არ მიხარიხარ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ