ხვალ სასამართლო იმსჯელებს ჩემზე, გამოცხადდება ხვალ განაჩენი, ხვალ გაირკვევა რას მომისჯიან, დავიღუპები თუ გადავრჩები. რომ დამნაშავე ჩემი გულია, რომ სიყვარული მარადიული, მარადიულად აკრძალულია. რომ უმთავრესად ჩემი ლექსია, გულს წამართმევენ, ეს იმას ნიშნავს სიცარიელეს აღარ ესვრიან. ტკივილი, ლექსში აღარ ვახსენო, ხვალ შეუძლიათ გასცენ ბრძანება, რომ უკვე მოგვკვდი, აღარ ვარსებობ. სიტყვას მისცემენ მსაჯულს ნაფიცებს, მაინტერესებს, ვისაც გული აქვს, ჩემს უგულობას რით დაამტკიცებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • თეიმურაზ ლანჩავას პოეზია |