კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:24

 

 

 

ხელებს გავშლი და ჯვარი ვარ,

ბატკანს ავიყვან - ნიკალა,

დაბადებიდან ცრემლი მდის,

წვიმამ არ გადაიკარა.

დრომ უსაშველოდ გამთელა,

გამცვითა, ფიქრად მაქცია,

მე რომ სიცოცხლე მგონია,

იქნებ სიცოცხლე არც კია.

იქბებ სიკვდილი არც კია

თვალის მოხუჭვა მარადი,

იქნებ ქურდობა არც კია,

დროს რომ სიყვარულს ვპარავდი.

მჯიჯგნიდა წუთისოფელი,

ყვავი, ყორანი, ჭილყვავი,

დღემდე ვერ დამიდგენია,

ვიყავი თუ არ ვიყავი.

მაინც შემოვრჩი ჩემს საფლავს,

რომ იარსებოს ვულკანმა,

სიკვდილის დასაშინებლად

ერთი სიცოცხლე თუ კმარა...


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - თეიმურაზ ლანჩავა  • • •   თეიმურაზ ლანჩავას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ