მე, ზამთრისაგან ჯაჭვაწყვეტილი, ნაცნობ ბაღისკენ მივემართები, სად ფერად უცხო, ყნოსვად კეთილი, ზამთარ და ზაფხულ ჰყვავის ვარდები. ფეთქდნენ ვარდები მაღლა ახრილი, მათ ვერ დამარხავს სასტიკი ლოდი, სამუდამოდ ვარ ბორკილაყრილი. ფლორას, გრაციებს, მუზებს და ეროსს. რომელი იყო პოეტი წრფელი, რომ სიყვარულზე არ დაემღეროს? დაფანტა, როგორც ძვირფასი ჩრდილი, როგორც სახება და დიადემა სილამაზისა და სინამდვილის. და ან - რომელი დღე საცნაური, ან ანაკრეონს ვინ განუმარტოს, რაა უვარდოდ დღესასწაული? ბაგე, თითები თუ ყოფნა მზარდი, პოეტს ყოველთვის აქვს შედარება: მაისის ვარდი, სიცოცხლის ვარდი. როგორც ოდესმე უთქვამს ოვიდის. დაე, მოვარდეს სეტყვათა ღვარი, და ცეცხლი ჩემზე გარდამოვიდეს. აივნიდან რომ მესვრიან ვარდებს, ვარდებს ეკლიანს, ვარდებს უეკლოს... ოჰ, ამ დღეების სიმღერა მმართებს! შენ ვერ მოასწარ, ისე დაწყნარდი, როცა მზიანი იყავი ისე, როგორც უწვიმარ რიჟრაჟში ვარდი. იმ მშვენიერი წიგნების ძალა, წიგნთა ყოველთა მაშინდელთ ზემო ვარდით მორთული ჩნდა თავის ქალა. რაფაელს იგი ფარავდა ლხინში, სადაც ჯიოტო და ვან-დეიკი და ლეონარდო იყო და-ვინჩი. როს სიმაღლეებს სწვდებოდა არსი. რუსთაველს მარად შვენოდა ვარდი - ისეთი ჰქონდა ვარდს შინაარსი. და ყვავილებით მოქარგულ ფარდებს, მაისს, კოლხიდას, ძვირფას პოეტებს და კათედრასთან მიმოყრილ ვარდებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |