ოქროყანელი ვარ მენახშირე - ვირით ტფილისში სვლა დავახშირე, ჩემს შეძახებას ისმენს გზა ხშირი: აბა, ნახშირი, კარგი ნახშირი. ცოტაღა დამრჩა, თითქმის გავყიდე; როს აივანზე ქალი თმა-ხშირი - ნაზად მეძახის: რა ღირს ნახშირი? რომელი გინდა, მომიყიდია: გინდა აიღე, ვირს რომ ჰკიდია, გინდ - ეს აიღე, მე რომ მკიდია. მეხი დაგეცეს, მიწამ გყოს პირი, მომკვდარხარ შენცა და შენი ვირიც, ოხრად დაგფშვნია შენი ნახშირიც. მე და ეს ჩემი დიდყურაანთი... და შეძახებას ისმენს გზა ხშირი: აბა ნახშირი, კარგი ნახშირი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |