კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:59

 

 

 

არც სილაჟვარდე გამოჩნდა ზეცის,

არც დედამიწად ქარის გოდება,

კაცი ყოფილა აშკარა მხეცი,

რომელიც თან გძულს, თან გეცოდება.


აღარც ცრემლია, რომ გული დალბეს,

გზად გამოშუქდეს ნათელი სვეტი,

ვერ გადალეკავს ამდენ სიყალბეს

ვერარა ძალა სიკვდილის მეტი.


მაგრამ ელვარე თეთრად თოლიებს

ფიქრებთან ერთად გააქვთ თარეში

და ანძა - ანძას გადაიყოლებს

ყველაფრის დამტევ სიმწუხარეში.


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ