იქნებ მკვლელობა ამ ხანებში მოხდეს ფარული, არვის დაედოს ჩემს სიკვდილში მძიმე ბრალდება, ეს გათოვება მეტად უხვი იანვარული, - უკვე აშკარად დღეს ეტყობა თებერვალდება!
შევძელი კერპად შენი ტანის ნაკვთში დაყვანა. თითქოს გადვიქეც ჩვენებისთვის პიგმალიონად, სული, ღვთაებას ცივ თეთრებში, კვლავ გეთაყვანა.
შენ მაყვედრიდი, გალატეა, შენს პიგმალიონს: "ჩამაცვი კაბა... ო, რა მცივა... ო, რა სუსხია. სანამ გიცადო ქმარს უგულოს როგორც ალიონს!”
სფინქსს ამსგავსებდა გადაყრილი ნამქერის ხვავი. და გადავწყვიტე, სანუგეშოდ ამ დამარცხებით, ერთ-ერთ სონეტში დაუნდობლად მოვიკლა თავი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |