კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 23:03

 

 

 

მოდი, იცრუე, მომატყუე, რაც იყოს - იყოს!

მითხარი, თითქოს კვდები ჩემთვის,

გიყვარვარ თითქოს.

თითქოს შენ ჩემზე ოცნებობდი ჯერ კიდევ მაშინ -

იყავი ოდეს სრულიად ბავშვი.

შენ ხომ სცენაზე წარმატებით ასრულებ ხშირად

ჭეშმარიტებას,

ცბიერებას,

სიცრუეს,

ღალატს..

თუ არა შენი, ვისი ნიჭის წყალობით ბრწყინავს

აურაცხელი ყოფითი დრამა?!

ვით შეყვარება, შეგიძლია გადაყვარებაც.

შენგნით ცოცხლდება სახე ურიცხვი

და ყველაფერი, - იქ რაც ხდება- სათაყვანოა!

დასასრულიც კი.

ჰოდა, შენ, აბა, მოტყუება რად გიღირს ჩემი?

გამომეცხადე ჯულიეტად ერთ საღამოთი,

არ გადმომვარდეს ვეცდები ცრემლი,

რაც იყო - იყოს მომატყუე, იცრუე, მოდი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მუხრან მაჭავარიანი  • • •   მუხრან მაჭავარიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ