ნუ მომახედებ ნურასდროს უკან, ვიცი, სიცოცხლე გზადაგზა მრჩება და თუ მეღირსა ნამდვილი ვნება, ის დაადგება ჩემს ცხედარს შუქად. სხვა სამყაროში გასულ სხეულის, გამოფიტული და დამსხვრეული, ეცემა პირქვე და მწარედ ტირის. რომ მთად აქციონ ჩრდილის ტირილი. ის კი მარტოა და ნადირივით საკუთარ ნერწყვით ირჩენს ჭრილობებს. ფრთებად ქცეულან ძველი ცოდვები და მე ამ ფრთებით მიწას ვშორდები და უსასრულოდ მივიწევ მაღლა. ვნება, რომელიც იქცევა შუქად... არც მე ვეყოფი ამ მიწას ლუკმად, არც ჩემი ცრემლი აუვსებს კათხას. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |