კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:13

 

 

 

სული ბიბლიური დროის ბარათია,

არ ჩანს წამკითხველი ჯერ,

ვიღაც მოკვდავია, რაღაც მარადია,

სადღაც კამათია სერ!

ცინცხალ სტრიქონში თუ ცეცხლი არ ანთია,

ალბათ ნაჩქარევად წერ,

მოდაში თუ მხოლოდ მეფის ხალათია,

სადღაც ღალატია, სერ!

მაძღარ კამეჩივით მიწა იცოხნება,

ჩანგი დაჟინებით ძგერს,

ჩვენი სიცოცხლე თუ მხოლოდ სიცოცხლეა,

არც ეს სიცოცხლე ღირს, სერ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ