კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 17:14

 

 

 

გამჭრეს! შემკერეს!

რაღაც ჩარჩათ გულ-მკერდის ღრუში, 

მიმაგორებენ

გრძელ ტალანში, გვიან, ურიკით...

„კასტილიანი“

იღრინება ვიღაცა პრუსი:

"ვინა გდიაო,

რომ ხელახლა ჭრიან ურიგოდ!“


მჩხვლიტეს ექთნებმა, 

წაყვანილი ღრმად ვარ კაიფში,

ვგრძნობ - ვეღარაფერს, 

შესაძლოა უკვე გამფატრეს,

მეზრდება ფრთები,

უფსკრულებში სადღაც დავეშვი,

დასტაქრებისას

ვეღარ ვხედავ

ქათქათ სკაფანდრებს.


ოთხი კედელი - 

იდენტური, ოთხივე შუშის!

ჩანს, ცოცხალი ვარ,

ძაფს, გაწყვეტილს, როგორღაც ვაბამ: 

ჰგავს ეს პალატა - 

აკვარიუმს, - შენს მურმანს უჭირს,

აკვარიუმის

ფსკერზე ვწევარ და სულსა ვღაფავ.


„რეანიმაცია!“ -

„სიტყვა ესე პალატის, კრულის, 

სახელწოდება თუ არისო,|

შეცდომით თვლიან, -

სინამდვილეში

მობრუნებას კვლავ ხორცთან სულის,

მაშასადამე,

გაცოცხლებას კაცისას ჰქვია...


„მზეო, 

ამოდი, ამოდი

ნუ 

ეფარები გორას!

სიცივეს 

კაცი მოუკლავს,

საწყალი 

აგერ გორავს!“


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ