თვრამეტი მარტი, თვრამეტი მარტი... თვრამეტი უკვე გასული წელი, თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი და წელზე ახალ მეგობრის ხელი.
ერთად ატანა მზისა და თოვლის.... და როგორც ბეწვი და სუნთქვა კატის, ქუჩაც სავსეა დენით და თრთოლვით.
დრო როგორ გარბის, რა სწრაფად გარბის... ვიღაცა გიხსნის გულსა და კარტებს... დროს თითქოს სცივა და სადღაც გარბის...
და ნაზი ბინდი ედება თვალებს, და სულში ვიღაც ჩურჩულებს: მალე, დალიე, სანამ სხვა ვინმე დალევს.
ქუჩა სავსეა თრთოლვით და დენით... და როგორც ღამე უეცარ სროლით, ჩემი ცხოვრება შემკრთალა შენით.
მოსულა ვიღაც და გიცდის კართან, მე კი ჩუმად ვწერ და არაფერი არ შემიძლია სიჩუმის გარდა.
თვრამეტი უკვე გასული წელი, თვრამეტი უკვე გამქრალი ლანდი და წელზე ახალ მეგობრის ხელი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |