გაუხედნავი კვიცი იყავი და სისხლიანი როგორც ჩაღატარ. დარჩები ლექსში გაურიყავი, ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.
და მოატანე დარიალამდე. სული სულს როგორ დაემალება?! ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.
რომ გადარჩენა არ გხარებია?.. ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი, სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..
მოურჩენელი გულის იარა. თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო. ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში, სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად. წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი წამოიზრდები სისხლის ტომარად.
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს, სული დააპეს და მერე ძორი... ძორიც ძერებმა გამოათავეს.
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი... შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს - პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.
შენზე ღრიალით გასკდა არღანი. საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ, რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...
და უფრო მწარე კიდევ ის არი, ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ! ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს, ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |