ყველაფერი შეიძლება მოხდეს: მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს, ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, - ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე, შეიცვალოს ვარსკვლავების არე, - ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის, თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, - ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის, მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს, არა, ეს არ შეიძლება მოხდეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |