ახლაც უეცრად მოვარდა ქარი, პირველყოფილი ძალით და ვნებით, და აღარ მესმის, რა ხდება გარეთ, ვერ ვხედავ, როგორ ცხოვრობენ სხვები.
რომელსაც ადრე ჩემს ღმერთად ვთვლიდი, რომელიც სულის და ხორცის ნაწილს ჯერ ლექსად ამბობს და მერე ყიდის.
ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს. მეც ვიცი, ვიდრე ჩადგება ქარი, რაღაცა უნდა გადატყდეს გარეთ.
თანდათან გვიცვლის ხმასა და იერს, ჯერ კიდევ ბევრი ხიფათი ელის ჩვენს შორის უფრო თამამს და ძლიერს.
ანდა რა უნდა გადატყდეს გარეთ?! და ქარზე მძლავრი, და ქარზე ჩქარი - ჩემი გულის ხმა აწყდება კარებს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |