კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 23 ნოემბერი 2024 00:40

 

 

 

...და ვიხილე, აჰა ცხენი სპეტაკი...

გამოცხ. იოანესი.

 

ძრწოდე ქვეყანავ! ღმერთის ქადება

თავზე დაგატყდა მძაფრი წყენებით.

თვით იოანეს გამოცხადება, -

მოთქარათქურობს სპეტაკ ცხენებით.

ხსნის წიგნის ბეჭდებს დაკლული კრავი:

მიწის ძვრით: ცეცხლით, რომ ცოდვა მოქრეს.

ჰქრიან ცხენები: წითელი, შავი

და მწვანე ცხენით სიკვდილი მოჰქრის!

შვიდ ანგელოზის საყვირის ხმაზე:

მზე ჩამობნელდა... ცა იგრაგნება.

აფსინდი მოწყდა... დაღუპვის ხაზი...

არ არის შველა... გზების გაგნება!

მისდევს დედაკაცს ვეშაპი ციდან.

გაგვაწარმართებს ხატება მხეცის...

ჩვენთვის არ არის არარა წმიდა...

ჩვენთვის დაინ შო კარები ზეცის.

და ბაბილონი: დიდი, ძლიერი, -

დაეცა სწრაფად ცეცხლის წვიმებით.

ვით დედოფალი მოუშ ბარძიმებით,

მეტად ავხორცი და მიწიერი!

ღვთის წყრომით სავსე ლან კნების ნთხევა -

ელვურ გრიალში სხვერპლად აგვარჩევს...

ჩვენ დაღუპულებს: ო, ევა, ევა, -

ვინ შეგვიბრალებს! ვინ გადაგვარჩენს!

მოვიდა განსჯა: ვინც მაღლა ჰფრენდა,

ყველა მართალებს - სუფევა ელის...

ალილუია. უფალო შენდა! -

იკმევა ლოცვა ოცდაოთხ ღვდელის.

დგება ქალაქი: სხვა, ნორჩი, - წვიდან,

ვით საღვთო სძალი კრავისთვის შებით.

წმიდა ხარ წმიდა! წმიდა ხარ, წმიდა, -

ო! ერუსალიმ, ძვირფასი ქვებით...

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შალვა კარმელი  • • •   შალვა კარმელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ