გადაგვაშენებს ჩვენ ბოდვები მომდგარი ჯარით, მეც შენგან ველი ზიარებას, ვიხდი შვიდეულს. საკმევლის სუნი გვაბარბაცებს შენ და თვითეულს, კათაკმევლებათ მლოცველებში, რომ შევეჩარით.
მოგეფერება ბალაგანში ღამე გათეულს, მეც შემომხედე შენი ყვითელ ლექსებით სნეულს, მეფევ და ბავშვო, დაღალუულო ქალდეას ჯვარით.
კომანდორივით უკან მოგდევს წმინდა გიორგი შვაღამის კვამლში შენ აგამღვრევს და აგამბოხებს
მოგაგონდება მამაშენი, ღვინო და გედი, სოველი ჭინკა, ვარსკვლავები და საფრანგეთი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |