ქარვის ფოთლები გამხდარა ვნებით, ტირილით სწყდება ხის კენწეროებს, ისრულად ცაში გრძელ ქარავნებით გაუკრავთ გეზი მზისკენ წეროებს.
ჭლექდება ღამე მთვარის ფარილში, უცხო მგზავრებთან ჩემი რა მიდის, მე რა ვიპოვე მათ პურ-მარილში?
აზამთრულ მწუხრის ნისლურ ტევრებში?.. რად მეჩვენება მორფი ლანდური ვით ორეული მზის სატევრებში?!.
დაზედ უდესი დებში დობილი?.. ვესტის სატევრით გულგანგმირული, მარჯნის კუბოში ხელდაჭდობილი!..
დნება სანთლებთან საკურთხევლები, ვენერაც სტირის სერენადებით, - ვეღარ შველიან მთვარეს მხევლები!
შემოსს თოვლისფერ ქაფით რებული, მზე კი, ამაოდ მოქსოვს სიმღერებს - თეთრი სხივებით გაფითრებული! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შალვა კარმელის პოეზია |