დუელს ერთმანეთს ვპირდებოდით ბოროტ მინაში, როგორც ლურჯ გედის მოტრფიალე ფარშავანდები. აი ცბიერად აქანდაკდა ის ჩემს წინაშე, თითქოს მაშინებს საზიზღარი მისი ფანდები.
როცა რევოლვერს დავუმიზნებ, მიეფარება საშინელ სარკეს და სიჩუმეს სვამს როგორც არაყს, შემდეგ ფრთიანი ავაზაკობს და მეპარება.
ერთად ვიპარსავთ - ის ბროლში და მე სიცხადეში, და თუ დაიჭრა სამუდამო ჩემი მხლებელი, ის სწრაფად ჩავყვინთავ სასიკვდილო სარკის ბადეში.
ისევ ერთმანეთს ვუკვირდებით, როგორც ჯაშუშებს, ხელის გაქნევას უკანასკნელს მისაგან ველი, და ჩემს იარებს მოურჩენელს ვერ დააშუშებს!
როგორც რაყიფნი ველოდებით წუთს შესახვედარს, ვხვდებით სიზმარში: ის გამიჯობს სახეს მათრახით, და მათრახითვე ვუპასუხებ თანასწორ მხედარს.
მესმის მუქარა: „შებრალებას ჩემგან ნუ ელი“. ის კიდევ ხშირად ამათრთოლებს თავის წინაშე, არ ვიცი როდის გათავდება ჩვენი დუელი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |