ყვითელი რქებით წითელი ხარი, ცხელი და ჩქარი, ვადიდოთ ქებით.
ცხელი ცახცახით ელის რომ ქვეყნის ამღერება იქნება მზის ნადიმი შუადღის მშვენიერება.
მიწა რქებით მონათხარი ნაკვერცხლებად სცვივა ჰაერს. ხარის ლანდი გაჩნდა ტევრში. ზღვა აღარ ჩანს ოქროს ტვერში. მიწის ლოცვა აქ ფრთას ვერ შლის, ვერ შლის სურვილს ათასნაირს.
ვინ დაითვლის წითელ ხარებს? ჰაერს ფრთები აუკვნესია. ყველა მზისკენ! ყველა მზეში! მიწა ვეღარ გაგვახარებს?
ის, რაც ცოცხალს შავად ახმობს, რაც ტყეებს დასანგრევად ცხელ ზაფხულში ჩვენსკენ ილტვის, სანადიმოდ მოსაწვევად ჩვენ გვიგზავნის წითელ სიკვდილს.
ქვეყნად ცეცხლის ფრთით რომ დადის, ჩვენ ვადიდებთ წმინდა ქებით და ვეჩქარით ალურ ნადიმს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • პაოლო იაშვილის პოეზია |