კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 13:09

 

 

 

იწვება სული ხილვის ტაროსზე,

როგორც პოეტის ნაზი დეციმა,

აფრა აშვებულ გემის აროზე

მისი მკაცრი ხმა ცივად ეცემა.

უყვარს თოვლივით ქაფის თამაში,

მძიმე ოცნების ცაზე ატანა.

მელანქოლიის ამ აკლდამაში

ბედმა დიდება გამოატანა.

ვიცი: სამყარო მას მოსწყინდება.

დარჩება ხსოვნა ყოფნას, დიონისს,

და იშვიათად თუ მობრწყინდება

სხვა საუკუნე გალაკტიონის.

ანგელოსები მას შეაფარდებს

ქრისტეს, რომელიც ჯვარზე გაკრულა

და ცა კივილით დაუშვებს ფარდებს

ამ სააქაოს წყევად და კრულვად.

ჩამოისვენებს ბრძოლის დალევით

ქვეყნის სიშავე ნისლიან ფრთებზე.

ძეგლი ცისფერი და ნამთვრალევი

აიმართება მშობლიურ მთებზე!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ