ვარსკვლავების თოვლი ცას შელეკია. მესმის რულში, როგორც ყრუ ელეგია, მატარებლის დამღალველი ხმაური, რაღაც მღვრიე, რაღაც არ-აქაური. იმ ატმებს გაუმარჯოს, იმ ატმის ყვავილებს! ყველაფერი სიზმარივით გათავდა, რასაც გული სიყრმით დაიხატავდა. მატარებლის: რა-რა-რა-რა, რა-რა-რა. არა - არას, მე მისმენდი მხოლოდ ჰო-ს, მე ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს, სარკმელიდან - მთების უბეში ნიავს არვინ იტყვის: იყავ, ნუ გეშინია! იყო ღამე, იყო უდაბნოეთი, თვითეულ ჩრდილს შევხაროდი, თითო რტოს, და ვიგონებ ატმებზე მთვარის ჩრდილებს, იმ ატმებს გაუმარჯოს იმ ატმის ყვავილებს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |