კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 12:29

 

 

 

ჩვენა ვართ პლანეტის მესერი

შერწყმული კოსმიურ ფერებს,

შეჩერდით! ჯერ ქალებს გვესროლეთ,

ჯერ  ქალებს გვესროლეთ და მერე...

მოგვდევს დედამიწა მარშებით

მაღლიდან ვარკვლავნი გვმზერენ,

შეჩერდით! ჩვენ მოგვყავს ბავშვები

ჯერ დედებს გვესროლეთ და მერე...

სიცოცხლე - მისია ეს არი

მომავლის შვილები გვცქერენ

შეჩერდით! ჯერ ქალებს გვესროლეთ

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე...

თქვენ ჩვენი ნანა არ გესმოდათ

აკვნები გვერწევა ჯერე,

შეჩერდით! აკვნებს არ ესროლოთ

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე.

შეჩერდით, შრიალა დროშებთან,

ქარები ნაკადად ჩქერენ

შეჩერდით! ჩვენ მოგვაქვს შროშანი

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე...

მოგვდევს განტოტილი ირმები

ტოტებში მტრედები ფრენენ,

შეჩერდით! თქვე ცოდვის შვილებო

ჯერ დედებს გვესროლეთ და მერე...

ტაძრები, მაღლები ესოდენ,

უხმობენ სერიდან სერებს

შეჩერდით!  მაგათ არ ესროლოთ

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე...

მშვიდობა, საჩვენოდ მკვნესარი,

ხელს ადებს გიზგიზა კერებს,

შეჩერდით! მაგათ არ ესროლოთ

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე...

თქვენ ჩვენი ნანა არ გესმოდათ

აკვნები გვერწევა ჯერე,

შეჩერდით! აკვნებს არ ესროლოთ

ჯერ ქალებს გვესროლეთ და მერე.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნაზი კილასონია  • • •   ნაზი კილასონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ