შენი ყელი... ამბობენ, რომ შენი სწორი ყელი ლერწამია შარბათისა ძველი, მაშრიყელი.
მარმარილოს ცისარტყელას, თუ სადაფის სურას?!
შენი ყელი მე მაგონებს გედის ათლილ პროფილს.
რომ ბუნებრივ სიკვდილს, ჩემო, რა ვქნა-აღარ ვუცდი.
რომ გავქვავდე, როგორც ბუზი მარგალიტის ქვაში.
შენი ყელის არემარე მორცხვად აკამკამებს.
რომ წარბების მათრახებით ჰხატავ ცისარტყელას:
რომ არ ვიცი, რით გავუძლო მაგ ჯადოსნურ მზერას.
რომ... ახ, ნეტა, მე შენს ყელზე ჩამოვიხრჩო თავი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ გრიშაშვილის პოეზია |