1
ვარდი შენს სუნთქვას ოხვრას აყოლებს და საოცარი არის მსგავსება. ჰგავს შენთან ყოფნა მზის სიახლოვეს და გაზაფხულის ფერით ავსებას. მაგ სილამაზეს მე სად წავუვალ - და მინდა დიდხანს, დიდხანს გაგრძელდეს ჩემი თვალების დღესასწაული.
2
იყავ რამდენის იმედი, დარდი, ოცნებებში რომ სიზმრად გიცდიდნენ. დასეირნობდი რუსთველზე ვარდი და ლარნაკივით გულებს გიწვდიდნენ. და შერჩი მარტო შენს სიმარტოვეს. ასე მგონია, იმ ფრესკას გავხარ, დანგრეულ კედლებს რომ შეატოვეს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |