რადგან წაიღებს ამ ლამაზ ფერებს, რადგან არ იცის ჟამმა დანდობა, ო, როგორ მინდა წლებს და სიბერეს წავართვა შენი ახალგაზრდობა. დრო როგორ გარბის, რა გამძაფრებით, სწორედ ამიტომ შენს ლამაზ სიცილს ლექსებში ვაქსოვ გულის ძაფებით. შენი ტყვე არის ჩემი გონებაც. ეგ ბროლის ყელი, ტანი - კენარი, მინდა ვაქციო მე სტრიქონებად. ისიც პოეტის სული იქნება. მე მინდა შენი „ირმის ფეხები“ გადავაქციო ლექსის რითმებად. სულ იხარო და სულ იმაისო, ეგ შენი ბაგე, ვარდის ფურცელი, ჩემს ლექსში დარჩეს სამარადისოდ. ახლა ჩემს გულს და სულს რომ ანაზებ, მინდა ლექსებით გადავარჩინო შენი სიცოცხლე და სილამაზე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |