გიმზერ, გიყურებ და მე ვღონდები და ვრჩები შიშველ ფიქრის ამარა. მე ვაკვირდები და მაგონდება ყველა ლამაზი ქალის სამარე. და მე მაჟრჟოლებს ნახვა ბალახის. მე შენი სახის ეშხი მინახავს, შენი სიბერე არ დამანახო. ბავშვობის წლებში რომ გავახარე, სანამ შენს გათხრილ საფლავს ვნახავდე, მიწა თვითონვე შემომაყარე. და ვრჩები შიშველ ფიქრის ამარა. გიმზერ და... ნეტავ, რად მაგონდება ყველა ლამაზი ქალის სამარე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |