სიყვარულისთვის! - მერგო ზიზღი წარუხოცავი. სიყვარულისთვის! - მიწას შევრჩი ეკლად მცოცავი. სიყვარულისთვის! - გავიყიდე სულით ხორცამდე. მაინც არვინ არს ჩემი შემწე და დამლოცავი. სიყვარულისთვის სხვა საზღაურს არც მოველოდი სიყვარულისთვის! - შევურიგდი ბორკილს მონობის. სიყვარულისთვის! - წამებული დავრჩი ბოლომდის, მითხარ უფალო! რატომ მერქმის მაინც ბოროტი? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |