როგორ არ მსურდა, როგორ არ მსურდა, ეს დღე და წამი მაინც მოვიდა. უკან ვაბრუნებ მოპარულ სურათს, და სიმარტოვე ისე მომინდა, როგორც, ოდესღაც, თვალები შენი. დაწერილს ადრე რიდით და თრთოლვით და ისე დნება ძვირფასი სახე, როგორც აპრილში მოსული თოვლი. შენი ნათქვამი, შენი ნაწერი, უცებ დამისხლტი, როგორც კალმახი, და ცარიელი დავრჩი ფაცერი... მაინც ვწუხვარ და მაინც გიგონებ, მე შენს ღიმილს და სიცილს ვიხსენებ, როგორც საყვარელ ლექსის სტრიქონებს. ეს დღე და წამი მაინც მოვიდა. უკან ვაბრუნებ მოპარულ სურათს და სიმარტოვე ისე მომინდა, როგორც, ოდესღაც, ღიმილი შენი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |