იღადრება ყელი სტვირის - აბა ტაში, აბა ტაში, წრეს გაარღვევს ჯეირანი, ტანს შეარხევს, ხელებს გაშლის. დავედევნე - დავეწევი? სიხარული ნახეთ მაშინ. ააცეკვებს ალბათ კლდესაც. დავიღალე, როგორც წინათ, შემარცხვინე, ქალო, დღესაც. ვერ წაუხვალ განდაგანა, ცეკვაში თუ დამიჯაბნე, სიყვარულში დამღლი განა? |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |