კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:36

 

 

 

ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე

გზა სავალი შენამდე,

ემალები ამ ჩემს თვალებს,

როგორც მწყერი შევარდენს.

მივიტანე ჩემი დარდი

შენი სახლის ეზომდე,

რა ვქნა, თუკი შემიყვარდი

შენი კარის მეზობელს.

გულში ისე შემოხვედი,

ჩემთვის არვის უკითხავს...

კარგი თვალით შემომხედე,

გაბუტული ნუკი ხარ...

ვთვალე, ვთვალე, ვერ დავთვალე

გზა სავალი შენამდე,

გამირბიხარ, გენაცვალე,

როგორც მწყერი შევარდენს.

ნეტავ რისთვის მემალები,

ლამის დარდმა დამახრჩოს,

რა ვქნა, სხვისთვის მენანები,

ჩემი ბაღის ყაყაჩო.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ