შემოეჩვია ივნისს ავდრები, წვიმს და ვიგონებ საუბარს შენსას. ვიცი, ამაღამ ისევ ავდგები და ღამეს ღია თვალებით შევსვამ. მიტოვებული - გემი ბებერი, და ჩემს ფიქრებში ისე ხმაურობ, როგორც გვირაბში მატარებელი. სხეულში მატანს, როგორც სიცივე და შენზე ფიქრი ისე ტკბილია, როგორც ოდესღაც შენი სიცილი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |