წავალ, წამყვება შენი უარი, როგორც ღამეთა თეთრად თენება. მე მოველოდი უფრო უარესს, - უმიზნო დღეებს და მოსვენებას. ჩუმი სევდა და სველი თვალები. შენ დამიბედე ბევრი სიზმარი მომავალ დღეთა ფერისცვალების. როგორც განძი და როგორც წვალება, მე მოველოდი უფრო უარესს, მაგრამ დამინდეს შენმა თვალებმა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ნოდარ ჯალაღონიას პოეზია |