კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 15:13

 

 

 

ალბათ ქალური გუმანით

მიხვდები, როგორც წესია,

პოეტის გულის მკურნალი

სიყვარული და ლექსია.

კაცია კაცის ტკივილი,

სიხარულიც და სინათლეც.

შენი ლამაზი ღიმილი

სიცოცხლესავით ვინატრე.

სულსა კლავს სულის სიცივე,

გული რომ გულს ემიჯნება.

ექიმო, შენ რომ იცინი,

ყველა ტკივილი მირჩება.

ალბათ უთქმელად მიხვდები,

როცა საქმე გულს ეხება,

წამალზე უფრო მიხდება

შენი თითების შეხება.

ოცნებასავით მოედე

ამ გულს, ისედაც ნაღვლიანს.

ფრთხილად, ექიმო, პოეტის

გული ხანდახან ნაღმია.

თუ ფიქრს და სურვილს გადაჰყვა,

მაშინ, მერწმუნე ამაში:

იცოდე, ცეცხლთან თამაშს ჰგავს

პოეტის გულთან თამაში.

განა გყვედრი და გიჩივი,

მაგრამ, იმგვარად ამანთე, -

გულის მორჩენას ვინ ჩივის,

გული საერთოდ წამართვი.

მაგრამ უფრო ის მაშინებს,

ამ გულს ახლა რომ უშველო,

ახლა რომ გადამარჩინო,

მერე რა გაძლებს უშენოდ.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ნოდარ ჯალაღონია  • • •   ნოდარ ჯალაღონიას პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ