კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:29

 

 

 

როდემდის უნდა ჩვენ არ ვსცნობდეთ სიცოცხლის ფასსა?

როდემდის არ ვსცემთ ღვთიურს ნიჭსა ღირსსა თაყვანსა?

მის ყოველ წუთსა სიფრთხილითა რატომ არ ვხარჯავთ

და მის აქ ყოფნას ამოებად რისთვისა ვსახავთ?

ძრწოდე, სულელო! ნუთუ ქრისტეს არ სცნობ სიტყვათა,

ნუთუ შენს თავსა, მტვრითა შექმნილს, ჰხედავ კვლავ მტვრათა

და შენს სიცოცხლეს, ამ უკვდავ ნიჭს, მტვრის თანამგზავრად?

რომ მარტო მისთვის იგი არ გაქვს, ქრისტემ სთქვა ცხადად…

ნუთუ არ იცი რას გამცნებდა ღმერთი ჯვარცმული,

როს ბძანა: „ვითა მამა ზეცის, იყავნ შენც სრული“.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ