კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:33

 

 

 

თუ გინდა, ძმაო, იგემო

ამა ქვეყნისა შვებანი,

დიდთა საფეროდ მოჰმართე

შენი გულ-სიტყვის ებანი.

მერე ბრძნობით შეიმოსე,

დიდთა უკმიე, სხვათ არა,

და იქადაგე: - „წესია,

რომ დიდმა ჰყლაპოს პატარა“.

ამა წესის სიმართლისა

შენ საბუთი ვინც მოგკითხოს,

- „ჯერ ეგრე-თქო, დამიჯერეთ,

საბუთი-თქო მერე იყოს“.

დიდნი ხომ დაგიჯერებენ,

აბა უარს რად იტყვიან?!

პატარებს ჯანიც გავარდეს,

დიდნი მადლს გადაგიხდიან.

თუმცა დიდთა პირფერობა

არის მონებრივი ქცევა,

მაგრამ მაღლა აცოცვისთვის

უნდა თურმე კუდის ქნევა.

ამას გირჩევ, იმიტომ რომ

ჩვენ გვყავს ერთი მეგობარი,

რომელიცა ამგვარ ქცევით

ჩვენში ბედნიერი არი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ