კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:15

 

 

 

ტიალ სივრცეში ოხრად ვნახე ბნელი უფსკრული,

ჯოჯოხეთისა სიწყვდიადით ღრმად გადაკრული.

და იმ საშიშარ, სამარისებრ უზომო სიღრმეს

ვსჭვრეტდი არეულთ ურთიერთთან ნგრეულთა ქვეყნებს.

რისხვა წყევლისა, შეჩვენების და განგდებისა

იყო თანმგზავრად გაწირულის იმ ქვეყნებისა.

სისხლით აღვსილსა ფიალასა იქ მზენი ჰგვანდნენ

და ჯოჯოხეთის უფსკრულადა ვარსკვლავნი სჩანდნენ.

მზე, მთვარე, ზეცა, დედამიწა საშიშ გრიალით

უგზო-უკვლოდა წანწალებდნენ ტრიალით მალით.

აქ მთვარე მზესა - იმ სისხლის ტბას - მიაწყდებოდა

და ზარით, გრგვინით და ქუხილით უკუ-ხტებოდა…

და მზიდამ თითქო სისხლი სიღრმეს ღვარად სდიოდა

და მუნით ალი ჯიგრის ფრადა ამოდიოდა.

და ის ქვეყნები იმ ალის ფრით იყვნენ ისეთი,

თითქო უზომო სივრცეს მოცურს თვით ჯოჯოხეთი.

და ღვთის რისხვისა ხმისა მძაფრი და ყრუ გრიალი,

ქვეყნებთა მრავალთ უგზო-უკვლოდ წყევლით ტრიალი,

გრიგალთა, ცეცხლთა, წყალთა, ხმელთა ერთად მოდენა,

„წყეულიმც იყავ, წყეულიმცა!“ ამის მოსმენა, -

მეგონა დემონთ აღმშფოთველთა ლხინად ეყოფათ,

მაგრამ ზოგად შიშთ კაცებრ მხდალად ყველა ემონათ,

კაცებრ დემონნიც, ჩვეულებრივ სულით ძლიერნი,

იმ შეჩვენებულ ქვეყნებშია თრთოდნენ, ვით ხენი…

კაცებრ დემონნიც ურთიერთსა კბილით ხორცს ჰგლეჯდნენ

და სამარცხვინო სიმხთალით კბილთ აკრაჭუნებდნენ.

ყველა ელოდა, განუშლიდა ხელებს სიკვდილსა,

იწვევდა, როგორც უკანასკნელს ნუგეშს შთომილსა,

მაგრამ სიკვდილიც იქ თვის მეხთა არ აღვიძებდა

და იმა ქვეყნებს ღვთის რისხვასა მიანებებდა!..


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ