კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:18

 

 

 

სად მიგყევარ, მდინარევ

მოწყენილ სიცოცხლისავ!

ჩემს მცირეს ნავს რას არხევ,

ზვირთო წუთისოფლისავ!

რას შემამთხვევ, ვინ იცის

აზრი შენის ცივის წყლის?

აწმყო კეთილს არ ამბობს

და წარსულიც მას სთანხმობს.

შორს მომავლის ვარსკვლავი

თუმც არის უხილავი,

მაგრამ, ვგრძნობ, შეხვალ დიდ ზღვას

და იქ ჩაჰღუპავ ჩემს ნავს,

და მარდად შენი წყალი

წაშლის ჩემს ურგებს კვალსა…

თუ ეს მაქვს გარდუვალი,

ვსწყევლი ჩემ შობის წამსა.

რად მინდოდა სვლა ქვეყნად,

თუ ეგ ბოლო მხვდა მხვედრად?..

ვინც კი ეგრეთ მსვლელია,

შესაბრალებელია!..

ორსა ობლად მცურავსა,

მე და ჩემს მცირეს ნავსა,

ჰოი, გვედრებ, მდინარევ,

იმ დიდ ზღვაში ნუ შეგვრევ!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ