კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 22 ოქტომბერი 2024 23:15

 

 

 

მთვარე მიცურავს დინჯადა ცაზედ

და თვის მკრთალ სხივთა ჰყრის ქვეყანაზედ;

მძინარ სოფელსა კამარა ცისა

თვის სიმშვიდითა არ უფრთხობს ძილსა.

ყოველი ჰჩუმობს გარშამო ჩემსა,

სძინავთ ნიავთა, სძინავთ ფოთლებსა,

ყველა ტკბილ ძილში ბედითა სტკბება,

ყველას მშვიდობა გარს ეფინება, -

და მხოლოდ ჩემი ურვით მოკლული

შემომტირის მე მწუხარედ გული…

მისთვის ხომ არა, რომ ვსჭერეტ სხვა ზეცას,

სხვათა უფერულთ ვარსკვლავთა დენას?

თუ მოაგონდა, რომ ერთხელ მეცა

ეგრეთ დამცქერდა სამშობლოს ზეცა,

ზეცა სულ სხვა ფრად გაბრწყინებული

და სულ სხვა რიგად დამშვიდებული.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ