კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:35

 

 

 

მიბაძვა ალ. ჭავჭავაძისადმი

ჰე, ძმანო! ნეტავი ჩვენა,

ჰარიარალი,

დღეს მოგვეცა შვება-ლხენა,

თარიარალი.

მამულისა სიყვარულმა

ძმობა გულში ჩაგვიყენა.

მინდა ვსთქვა, კალამი მამე,

ცენსორო, დასტური დამე,

მონება კაცთ არ შეშვენის,

ქრისტეა ამის მოწამე!

ცარმა რა ერთხელ ინება

მორჭმულ კაცის დამონება,

თვის სხეული კერპად დასვა,

სული ეშმაკთ მიანება.

ჰე, ძმანო! ჩვენ მას განვშორდეთ,

ჩვენ ჩვენ მამულს ვეპატრონეთ;

ქართველს ვაჩვენოთ ქართვლობა,

მერე თუნდა დავიხოცნეთ.

თუ ერთობა ჩვენ გვექნება,

მტერი წინ ვერ დაგვიდგება;

ჩვენგანი ქართვლის დამთრგუნველს

ან მოჰკლავს, ან შეაკვდება.

ჰე, ძმანო, ვიყვეთ ერთ ბედით,

წინა წავიდეთ გაბედვით,

ჩვენ ცარი ვერას დაგვაკლებს

თვისის ბრმა წინასწარ ხედვით.

დავეხსნათ ჩინის ძებნასა,

ემაგ ფუჭსა დიდებასა;

ჩინოვნიკი სულ ძილს ჰფიქრობს

და ჩვენ კი - გამარჯვებასა.

ვემსხვერპლოთ ქრისტისა მცნებას,

ვაშოროთ ქართვლი მონებას,

ქართვლის უბრალო მადლობა

გვერჩივნოს ყოველ დიდებას!

ჰე, ძმანო! თქვენც მეთანხმებით

ამგვარის აზრის ხსენებით,

სიბრიყვის კარი გავტეხოთ

მონარქთა გამოჯავრებით.

მაშ მოდით ისევ ძმობითა,

დრო გავატაროთ შრომითა,

მამულს სიცოცხლე შევწიროთ

შვილურის ერთგულობითა.

ქართვლის ქვეყნისა ვართ შვილნი,

ქართვლის ძუძუთი გაზრდილნი.

მაშ მოდით, ქართველნო, ძმობით,

ჰარიარალი,

ვიშრომოთ ჩვენთვის ერთობით,

თარიარალი!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ