კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:37

 

 

 

უცხო თემის ყარიბ მთქმელსა

რად აღმიგზენ სიყვარული?..

ლამის, ტურფავ, შენს ტრფობაში

მე შთავწურო სრულად გული!

ერთხელ მითხრა: „ცხოველ ქვეყნის

ივერიის შობილი ხარ;

მაღალ მთების ქარიშხალით,

ელვით, ჭექით გაზრდილი ხარ.

„მე ჩრდილეთის ველზედ ვყვავი,

ზამთრის სუსხით დაჩაგრული;

შენს მხურვალს გულს ვითა გასცემს

პასუხს ჩემი ცივი გული?!.“

ტურფამ ეგრე განირიდა

ჩემი წმინდა სიყვარული!

სჩანს ოდითვე დანიშნულა

სამარტოოდ ჩემი გული!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ