კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 23 ოქტომბერი 2024 00:41

 

 

 

ციურნი ხმები -

ეგ საკვირვლები,

როს მომესმიან,

მსწრაფლ მომითხრობენ,

საიდამ სრბიან

და სად სცხოვრობენ,

და ნელს სიხარულს

მიგალობებენ.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

მეც ქვეყნის ხმითა,

ხმით ცოდვილითა,

მათ ვაძლევ ბანსა, -

და მშვიდობასა,

აღტაცებასა

ჰგრძნობს ჩემი გული

და შევჭვრეტ ცასა

განცვიფრებული.

ციურნო ხმებო,

ოჰ, საკვირვლებო!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ილია ჭავჭავაძე  • • •   ილია ჭავჭავაძის პოეზია/პროზა

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ