კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 15:48

 

 

 

ქუჩას გადადის მოხუცი დინჯად,

ქალი თუ ბავშვი,

ხშირად თუ ახლად,

ქუჩის გადაჭრა მრავალმა სინჯა,

არც ისე დიდი პრობლემა გახლავთ.

მაგრამ სიფრთხილეს არ ტკივა თავი,

ამიტომ ქუჩას გადადის ვიშით

კაცი,

რომელიც სავსეა ვალით;

კაცი,

რომელიც გაურბის შიმშილს.

რახან ამქვეყნად არის შემთხვევა,

აუცილებლად მოხდეს რაც უნდა -

სუყველაფერი იმას ემთხვევა

და ყველაფერი იმას არწმუნებს...

ამგვარად კაცი გზაზე მავალი,

წინ მიუძღოდა რომელსაც ჩრდილი,

გადაუხდელი საწუთროს ვალით

შინ მიდიოდა ჩიბუხგაჩრილი...

და უნებლიეთ სულაც სხვა მხარეს

შეუდგა აღმართს კედლების გასწვრივ,

იქვე შეჩერდა სულ ცოტა ხანი -

გოგონას ლეკვი მიჰყავდა ბაწრით...

თითქო ვიღაცის ელოდა ნიშანს

კაცი, რომელიც შეეპყრო ფიქრებს,

ისე რომ არვის არ შეუნიშნავს -

უცებ მიწაზე დაემხო პირქვე.

კაცი უბრალო და მიამიტი,

როგორ დაეცა არ ახსოვს არვის -

ცხედართან ეგდო თეთრი კრამიტი,

რომელიც წეღან ეკიდა კარნიზს.

ასე ეკიდა, ამბობდნენ, იგი,

რაც თავი ახსოვს მეჩექმე გაბოს...

შექუჩებული მგზავრები ირგვლივ

დგანან და უკვირთ, გაბო რას ამბობს?..

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ