კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 09:19

 

 

 

მინდა ჩემი "მე" მოვიძიო და სამოსახლო

მისი მყოფობის, მისი არსი სულით ნაღრძობი...

იქნებ აქვეა ჩემი ego, თან ისე ახლოს -

დაუნახავი გახდა თვალის გაუმაძღრობით.

დიდხანს მაწვალე,

მალოდინე, მაინც არ მომე -

უძღები შვილის პირობაზე შიშვლად დავნაყრდი.

ახლა ისეთი ჟამი მიდგას - ჯირკვლის ჰორმონებს

პილატეს ცრემლი ვანაცვალო უნდა (ვარაყით!).

ის გზას გამიხსნის მსუნაგივით თავკერძა "მე"-ში,

რადგან საერთოს არასოდეს ჰქონდა პატივი

და ვასხივებდი სითბოს როგორც ბოდლერის "ლეში",

ხან ბრბო ვიყავი, ხან სამშობლო - ვაშლის მატლივით(!)

ვიცი, ვერასდროს ჯვარს ვერ დავწერ კამილა-როდენს,

ვერც დაუწერელ "აღლუმს" დადგამს ჩემთვის თეატრი,

მაგრამ არ ვიცი, თავდაყირა ვივლი როდემდე

პეტრარკასავით (?) განწირული ბეატრიჩეთი,

მზე აღარ მზეობს ვარსკვლავების ჰარამხანაში,

საჭურისები თავს ირთობენ კოჭის გორებით...

გავარვარებულ ცის თონეში მთვარის ლავაში

ისე ჩაიწვა, რომ მშივრები დარჩნენ ობლები.

სიტყვა არ არის - კაცის ყოფას რომ მიამგვანო,

საქმე არ არის - სულთან ერთად გეჭიროს კბილით...

არაფრისაგან ვიტანჯები არაფრის გამო

და მიხარია, როცა მტკივა შენი ტკივილი.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ