დედას რომ ბავშვი გაეპარება გზააბნეული ბორგავს ცისკარი, დგას ცა გახსნილი ვით ცხრაკარება და ძირს შეჰყურებს მას ტაშისკარი. და დილა ღამეს ასე ეყრება. მტკვარი უპირებს სალ კლდეს ამოთხრას და კლდე რძის ნისლში უფრო იზრდება. და ტანში უვლის მას ჟრუანტელი. მეც გადავყურებ მტკვარის ნაპირებს, რომ შენი სადმე გაჩნდეს ნათელი. უშენოდ არ აქვს არაფერს ფასი. ასე ყოველთვის სექტემბრის დამდეგს მტკვარზე გიგონებს შენი მგოსანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ტიციან ტაბიძის პოეზია |