კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
შაბათი, 21 სექტემბერი 2024 05:15

 

 

 

აშოლტილან ალვის ხენი,

მეძახიან - მოდი აქო!

გზა-გზა ახალ სტრიქონივით

გაზაფხული ფორიაქობს.

ფორიაქობს მოკურდღლავე

ოქროყანა-მწყერჩიტება;

რა პატარა ლექსია და

რა დევივით მეჭიდება.

რა მზესავით მეგებება

სიხარული ულეველი;

სიხარული, სიყვარული

გულის გადამბრუნებელი.

მივდივარ და მივიმღერი,

შარა-შარა, ყანა-ყანა,

შემომცინებს ბროლის ყელით,

თვალჟუჟუნაც, თვალმაყვალაც.

ჩემი სულის ასამღვრევად

ცქრიალებენ ჩაიშია;

თვალთა ციმციმს არ იშლიან,

კეკლუცობას არ იშლიან.

ამას ჰქვია უცოლოთა

ნავთით ცეცხლში გატარება;

აი, თურმე რა ყოფილა

გაზაფხულით გადარევა!

მივდივარ და მეგებება

ზენა ქარი, ქვენა ქარი,

ლამაზები მიცინიან,

რა აქვთ წარბებშესაკრავი?!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მორის ფოცხიშვილი  • • •   მორის ფოცხიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ